სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

12:43, 12.06.2025

საქართველოში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღნიშნეს. წლევანდელი გზავნილია „ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი: მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა“ . გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის მნიშვნელობასა და მეცნიერების როლზე სურსათის უვნებლობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია.
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია წელს ასევე დაარსების 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მსგავსი