საქართველოში სავაჭრო ობიექტები იხურება
„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“ – გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდნენ.