ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი განაჩენი საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ხდება.
მოკლული დავით სარალიძის მამისთვის ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის.
ზაზა სარალიძე გახმაურებულ დანაშაულზე ჩატარებულ გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს და ითხოვს, დაისაჯონ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირები, რომლებსაც, მისივე თქმით, გამოძიება ამ დრომდე ხელს აფარებს.