საქართველოში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში ზედიზედ სამი მიწისძვრა მოხდა, სტიქიის სიმძლავრე კი გაიზარდა. სამივე შემთხვევა სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა თბილისის დროით, 02:28 საათზე მოხდა და ბიძგების სიმძლავრე  3.1 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა ათ წუთში განმეორდა, ხოლო ბიძგების სიმძლავრე იგივე დარჩა. ბოლო მიწისძვრა კი სოფელ სამებასთან თბილისის დროით, 04:46 საათზე დაფიქსირდა, რა დროსაც ბიძგების სიმძლავრე გაიზარდა და  3.7 მაგნიტუდას მიაღწია.