საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მოხდება

საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მოხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაცია მოაწყო.

როგორც ღონისძიებაზე განმარტეს, ახალი სტანდარტების მიხედვით, ტურისტების აღრიცხვა მათი დასრულებული ვიზიტებით მოხდება, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. მაგალითად, ვიზიტი, რომელიც მოიცავს ღამისთევას არის ტურისტული, დანარჩენი კი ითვლება ერთდღიან ვიზიტებად.

საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტებს სხვა ქვეყნის რეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტებიც დაემატა.