საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები იმყოფებიან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები იმყოფებიან. შეხვედრა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის  ხელმძღვანელთან  უკვე შედგა.

დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების საქართველოს სპორტის სამინისტროში მისვლაც. გაიმართება სამუშაო შეხვედრა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები, ზამთრის სპორტულ ინფრასტრუქტურას და მთის კურორტებს მოინახულებენ და არსებულ ვითარებას  გაეცნობიან. რის  შემდეგაც, ქართულ მხარეს ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობასთან  დაკავშირებით, საკუთარ რეკომენდაციებს გაუზიარებენ.