საქართველოში რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
ხვალიდან უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების მასპინძელი საქართველოა. მომდევნო 22 დღის განმავლობაში 16 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. პირველ შეხვედრას ხვალ გამართავენ უმცროსი „ბორჯღალოსნებიც“. საქართველოსა და უელსის სარაგბო დაპირისპირება თბილისის დროით ზუსტად 18:00 საათზე დაიწყება. რაგბიში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.