საქართველოში პურის ფასი 10 თეთრით გაძვირდა

საქართველოში პურის ფასი საშუალოდ 10 თეთრით გაძვირდა. მცირე საწარმოების შემდეგ ფასი დღეს მსხვილი კომპანიების ნაწილმაც გაზარდა.

მთავარ მიზეზად მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის გაძვირება სახელდება, რაც ზაფხულიდან მოყოლებული გრძელდება.

აგვისტოდან დღემდე ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება საშუალოდ 15 ლარით არის გაზრდილი.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში იმპორტირებულ ხორბალს ბაზრის თითქმის 90% უჭირავს, საიდანაც ძირითადი მომწოდებელი რუსეთის ფედერაციაა.

პურის გაძვირებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. მამუკა ბახტაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, შეისწავლონ თუ რამდენად არის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია.