საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 68 წელი შესრულდა – ქვეყნის ტელევიზიის პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. გადაცემები კვირაში სამჯერ, ორი საათის განმავლობაში გადაიცემოდა. მოგვიანებით პროგრამა ყოველდღიური გახდა.
2005 წლიდან საქართველოს ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა. დღეს საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო, რადიო და ციფრულ პლატფორმებს აერთიანებს. 2025 წელს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 100 წელი, საუკუნე შესრულდება.
საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლიდან არხი მაუწყებლობას უკვე ახალი შენობიდან გააგრძელებს, რომელიც სრულად თანამედროვე სტუდიებითა და ტექნიკით არის აღჭურვილი.