საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

ომიკრონი“ საქართველოშია.

ჩვენი ქვეყანა 90-ეა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემაშფოთებლად მიჩნეული შტამი გამოვლინდა. კორონავირუსის 30-მდე მუტაციის მქონე ვარიანტი საქართველოს ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომლებსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახლა იმ 26 ადამიანს აკვირდება, რომლებიც „ომიკრონით“ ინფიცირებულთა კონტაქტები არიან. პირველადი მონაცემებით, სამხრეთ აფრიკიდან გავრცელებული შტამი ინდურ „დელტაზე“ კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და მისგან თავდასაცავად წესების დაცვასთან ერთად ვაქცინის გამაძლიერებელი ე.წ. ბუსტერ-დოზაა საჭირო. საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია შეინიშნება. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 2 000-ს ჩამოსცდა, კლებისკენ მიდის ყველა ინდიკატორი. თუმცა, „ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები მომდევნო თვიდან სიტუაციის გაუარესებას არ გამორიცხავენ.