საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის

დღეს საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეწვევა ნატო-საქართველოს „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს“, სადაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გენერალური მდივნის რიგით მესამე ვიზიტია საქართველოში და დასტურია იმისა, რომ ნატო-სა და საქართველოს შორის ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად დინამიური და შინაარსობრივად დატვირთული თანამშრომლობა მიმდინარეობს.