საქართველოში ისრაელის ელჩის განცხადება

18:14, 03.03.2026

ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია აცხადებს, რომ ბოლო 47 წლის განმავლობაში, ისრაელი ირანის რეჟიმის მხრიდან, მუდმივი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა. როგორც ელჩმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, ისრაელის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა დიპლომატიური საშუალების ჩავარდნის შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი ირანის მუდმივი და ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრა იყო. ვალიდ აბუ ჰაიამ ასევე აღნიშნა, რომ თუ ირანისგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად საჭირო გახდება ირანის რეჟიმის შეცვლა, აშშ და ისრაელი ამისთვის მზად არიან, რადგან უკან დასახევი გზა არ არსებობს. ინტერვიუში ისრაელის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები მომზადებულები არიან და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ იმის მიუხედავად, თუ რა დრო დასჭირდება მას.

მსგავსი