საქართველოში ირანის ელჩის პრესკონფერენცია

18:11, 03.03.2026

საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი განცხადებით, ომი ირანს არ დაუწყია, ირანი თავს იცავს და საომარი მოქმედებები დომინოს პრინციპით შესაძლოა ბევრ რეგიონს მოედოს. საქართველოში ირანის ელჩის თქმით, ირანის სამიზნე სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკული ბაზები, ლოჯისტიკური ცენტრები და სადაზვერვო ობიექტები გახდა. სეიედ ალი მოჯანის განმარტებით, ირანმა მეზობელი ქვეყნები, შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გააფრთხილა და მისი თქმით, ამერიკამ ირანის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები, ირანის წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენა.

მსგავსი