საქართველოში ინდოეთის ელჩი პრემიერს შეხვდა

15:20, 05.10.2026

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამით ქუმარ მიშრას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ინდოეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ვაჭრობის მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა ინდოეთიდან ვიზიტორთა ზრდის დინამიკა, ასევე ინდოელი სტუდენტების მზარდი ინტერესი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეც.

მსგავსი