საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოში გლოვის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლის, მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის შენობებზე. სახელმწიფო დროშები დაეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზეც. ქვეყნის მასშტაბით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობენ.