საქართველოში გერმანიის ელჩის ინტერვიუ – გამოხმაურებები
პოლიტიკური განცხადებების თემაა საქართველოში გერმანიის ელჩის კიდევ ერთი ინტერვიუ – „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივების მიზანი არის „საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის იდეისადმი მხარდაჭერის შემცირება. მისივე თქმით, თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი ჩავარდება, ეს უნდა დაბრალდეს ევროკავშირს“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პეტერ ფიშერი ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართულ სახელმწიფოს და შეურაცხყოფას აყენებს ხალხის არჩევანს.