საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება

„მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. ეს გერმანიის ელჩის განცხადებაა. ჰუბერტ ქნირშის თქმით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, – აცხადებს დიპლომატი.