საქართველოში გაერო-ს ელჩის განცხადება

სალომე ზურაბიშვილის არჩევას გამოეხმაურა საქართველოში გაერო-ს ელჩი, ლუიზა ვინტონი. დიპლომატი  ქალი უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს კატო მიქელაძის სახელობის ქალი უფლებადამცველების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

ელჩმა აღნიშნა, რომ ისეთ პოზიციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა, საკმაოდ ცოტა ქალია, ამიტომ, მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს ეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი, ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი მაგალითი იქნება.