საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება – გამოხმაურება

18:26, 16.10.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათი წარმომადგენლობის დღევანდელმა განცხადებამ სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად. „მინდა, ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ მას სურს, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო პოზიცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა აგრძელებს მოსახლეობის მხარდაჭერას, 2026 წელს 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს“.

მსგავსი