საქართველოში ევროკავშირის ელჩის კომენტარი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან, თუმცა წინ არის დისკუსიები და მოიძებნება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.