საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელის წერილში ვკითხულობთ. ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის გასწვრივ შეიარაღებული პირების სიახლოვე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მხარე გამოიჩენს მაქსიმალურ თავშეკავებულობას და გამოიყენებს თავის გავლენას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს“, – ევროკავშირის ელჩი წერს.