საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკი თქმით, გაფართოების საკითხი ევროკავშირისთვისაც დიდ გამოწვევად რჩება. ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება და როგორც განმარტავს, ამისთვის თავის გუნდთან ერთად დაუღალავად მუშაობს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასა და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც ისაუბრა პირველ არხთან. ჰერჩინსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება დადებითი იქნება. თუმცა დიპლომატი იმასაც აღნიშნავს, რომ 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილება ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოემზადება საქართველო მომავალი წევრობისთვის.