ევროკავშირის მიმართ არსებული ბრალდებები უსაფუძვლო და უსამართლოა, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.
ქუთაისში, ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზედაც ევროკავშირი დგას. ჟურნალისტებთან საუბრისას ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის დეკემბრიდან, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ მიეღო ევროკავშირში არსებული კანონები, და მიეღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს, ევროკავშირის რეგულაციებს და პრინციპებს.