„პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები“ – ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. ასევე მისი თქმით, ადამიანები ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირის მიმართულებით სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება. პაველ ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიების აკრძალვა საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია. ასევე მან, ევროკავშირის ელჩს გერმანიის, პოლონეთის და სხვა წამყვანი ევროპული ქვეყნების მაგალითები შეახსენა. „ექსტრემისტი ორგანიზაციები თუ არ სჭირდება მას ევროკავშირში – გერმანიაში, პოლონეთში ან სხვა ქვეყანაში, ექსტრემისტული ორგანიზაციები ასევე არ არის საჭირო საქართველოში“ – განაცხადა პაპუაშვილმა.