საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე საავადმყოფოებზე ზეწოლა იზრდება.

ამ მომენტისთვის კლინიკებში დაკავებულია 3 000-ზე მეტი ადგილი. წამყვან კოვიდ-კლინიკებში ადგილების დეფიციტია. ეპიდემიოლოგების მოწოდებები და პროგნოზები მძიმდება. ვარაუდობენ, რომ პიკური პერიოდი აპრილის ბოლოს იქნება. ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციისთვის იგეგმება კოვიდ-კლინიკების დამატება. 27 აპრილიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ჩინურ „სინოფარმზე“ დარეგისტრირება. თუმცა ვაქცინას ჯანმო-ს ავტორიზაცია ისევ არ მიუღია. ქვეყანაში შემოტანილი ჩინური ვაქცინა 18 წელს ზემოთ ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი.

დატოვე კომენტარი