საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

იანვრის შემდეგ პირველად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1 000-ს ასცდა.

ქვეყანაში მესამე ტალღა და „კოვიდ-19“-ის საყოველთაო შიდა გავრცელება დაიწყო. მატულობს იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებიც კორონავირუსით მეორედ ინფიცირდებიან. იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს გადადების მაღალი ხარისხით გამორჩეული ბრიტანული შტამი, იგივე „ბე-117“. ჩნდება ახალი ეპიდ-კერები და კლასტერები, რომლებიც ძირითადად მასობრივ შეკრებებს და სუფრებს უკავშირდება. ამ ყველაფერთან ერთად ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია. ცრიან მხოლოდ 55 წელზე უფროსი ასაკის პირებს და ისიც მხოლოდ „ასტრაზენეკათი“. ისევ უცნობია, როდის შემოვა ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინა, ანუ „ფაიზერი“, რომლის პირველი პარტია სრულად ამოიწურა.