საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა
კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა – ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი ზრდის სტიმულირებაზე იქნება ორიენტირებული ახლად შექმნილი სახელმწიფო უწყება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია – ასე ჰქვია ახალ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. უწყებამ სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეების მხარდაჭერა უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული უნდა გახადოს. მიზანია შეიქმნას მოქნილი და მრავალმხრივი სამთავრობო ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად. კორპორაციის მანდატი ითვალისწინებს მსხვილი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებასაც. მომდევნო ათი წლის განმავლობაში კორპორაციამ კერძო სექტორში 40 მილიარდამდე ახალი ინვესტიცია უნდა მოიზიდოს.
ახლად შექმნილი უწყების მანდატი და მიზანი – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟში.