საქართველოში დიპლომატიის აკადემია იქმნება

21:49, 08.05.2026

კიდევ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. იქმნება დიპლომატიური აკადემია, რომელიც დიპლომატიური სამსახურისთვის კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, შესაბამისი კონცეფცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. აკადემია უწყებრივად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება. მთავარ მიზნად და პრიორიტეტად სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა სახელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას ვერ უზრუნველყოფენ. აკადემია სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებს. ავტორიზაციის მიღება შემოდგომაზე იგეგმება.

მსგავსი