საქართველოში დღეს დიდგორობა აღინიშნება – სახალხო დღესასწაულის ეპიცენტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია. დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისის შემდეგ, დიდგორის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყო. მთავარ ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები. დიდგორის ველზე სტუმრებისთვის მოწყობილია სხვადასხვა სივრცე.