საქართველოში დედობის საშუალო ასაკი იზრდება

საქართველოში დედობის საშუალო ასაკი იზრდება.

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ 30 წლამდე ასაკში შვილის გაჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სამაგიეროდ იზრდება 30 წელს ზემოთ დედად გახდომის მონაცემები. კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ მკვეთრად არის მომატებული 40 და 45 წელს ზემოთ მშობიარობის სტატისტიკა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, დედად გახდომის საშუალო ასაკი 29 წელს შეადგენს. მაშინ როცა 2013 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26 წელი იყო. რეპროდუქტოლოგები ევროპის ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით ამ ტენდენციას ბუნებრივად მიიჩნევენ და მომავალში საშუალო ასაკის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ.