ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, ხვალ, 15 აპრილის 21:00 საათიდან, ათი დღით იკეტება ოთხი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. იკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და მათი დატოვება.
ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდეს ათ მაისამდე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება.
ანა ბროლაძე იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციაში, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.