საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება

2020 წელს საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 100 000 ჰექტარით გაიზრდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავრობა ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, მისი განცხადებით, 4 000 ჰექტარით ფართოვდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია.