პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის” თანათავმჯდომარე სახელმწიფოები – დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, ერთობლივ მოსაზრებას ავრცელებენ. მოსაზრებას მხარს უჭერს “მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრი 14 ქვეყანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია. ასევე, აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის საქმე მკაფიოდ ასახავს იმას, თუ რა დგას სასწორზე. განცხადების თანახმად, ამაღლობელის დაკავება, მოპყრობა და დაპატიმრება 2025 წლის პროტესტების შემდეგ, საერთაშორისო დონეზე იქნა დაგმობილი, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული. აღნიშნული ქვეყნები მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს აყენებენ.