აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ლიეჟში მომხდარს ეხმაურება. როს უილსონის თქმით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები, სააკაშვილისა და მისი მხარდაჭერებისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა ქვეყნის მომავალი ქვეყნის შიგნით არის. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა დღევანდელ საქართველოზეა ორიენტირებული.