საქართველოში აშშ-ის ელჩის გზავნილი

აშშ-ის ელჩის წინასაარჩევნო გზავნილი, რომლის ადრესატი პოლიტიკურ აქტორებთან ერთად მოქალაქეებიც არიან. კელი დეგნანი საქართველოში ინდივიდების პოლიტიკის დასრულების სურვილს გამოთქვამს და მოსახლეობას არჩევნების დღეს აქტივობისკენ მოუწოდებს. ინტერვიუში არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა რამდენჯერმეა ხაზგასმული და ნათქვამია, რომ ამერიკას ფავორიტი კანდიდატი არ პარტია არ ჰყავს. „თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას“- ასეთია დიპლომატის გზავნილი. განცხადების შინაარსს სრულად იზიარებს მმართველი გუნდი, ოპოზიცია კი მიმართვის მთავარ ადრესატად სწორედ სახელისუფლებო პარტიას მიიჩნევს.