საქართველოში არჩევნებს ეუთოსა და ევროსაბჭოს დელეგაციები დააკვირდებიან

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება, რომელსაც ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ტაინი კოქსი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დელეგაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე დარჩება და პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. არჩევნებს ასევე დააკვირდება ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები. პირველ ნოემბერს კი ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.