საქართველოში აქსელერაციის მორიგი პროგრამა დაიწყო
მეათე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო საქართველოში. შერჩეული სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ აქსელერაციას გაივლიან. მათთან იმუშავებენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენტორები. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას საკუთარი იდეების დახვეწის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის და გაყიდვების შესახებ.