საქართველოში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

ანგელა მერკელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი; საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი; საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი; ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი; ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.