საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები რთველში
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა. ისინი „შატო ზეგაანში“ ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები.
სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები. დიპლომატებს საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა უმასპინძლეს.