საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები რთველში

ღვინის წარმოების რვაათასწლოვანი ისტორია, დიპლომატიური მისიებით საქართველოში მყოფ ელჩებს გააცნეს.

კახეთში, სადაც რთველი აქტიურ ფაზაშია, 30-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატებს, საგარეო საქმეთა და სოფლის  მეურნეობის მინისტრებმა უმასპინძლეს. ყურძნის კრეფაში მონაწილეობის გარდა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ვაზის ქართული უნიკალური ჯიშების, ღვინის დაყენების წესის და ღვინის სამშობლოს კულტურის შესახებ.

ელჩები რთველში – ნახეთ შალვა სუმბაძისა და ცარო კირვალიძის სიუჟეტში.