საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე ყველა სამხედრო ქვედანაყოფში. გლოვის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე.