საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა
მსოფლიო ლიდერების ნაწილი ანტალიაშია, სადაც მეორე დღეა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია მიმდინარეობს. 40-მდე ქვეყნის პირველ პირებთან ერთად გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი დღეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მეთაურთან განხილვის თემა ორმხრივი ურთიერთოების ყველა სფერო და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იყო. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მონაწილეობით დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს და რეგიონში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას. უკვე ხვალ მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.
„მოამბე“ ანტალიაშია – თამარ წიკლაური საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებით.