საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები კახეთში

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთს ეწვივნენ საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ. უმაღლესი რანგის სტუმრებმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია მათ მეგზურობა. აღინიშნა, რომ ორ მეგობარ ერს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტები და პირველი ლედები ასევე ეწვივნენ „ბადაგონის“ ღვინის საწარმოს.