საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი პირველ არხზე

მზადება ისტორიული მატჩისთვის.

ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაშს განსაკუთრებული დატვირთა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება. დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩზე ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით დღეს საგურამოს საწვრთნელ ბაზაზეა. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა.

თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას „დინამო არენადან“ საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.