საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

18:26, 21.04.2018

საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა კახიძის  მუსიკისა და კულტურის  ცენტრში. ღონისძიებაზე თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ბრაზილიელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები შეასრულა.

იუბილეს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სისერო მარტინ გარსია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.

 

მსგავსი