საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა 

18:47, 26.11.2025

საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დავით სონღულაშვილმა კოლეგა მინისტრს აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნო და ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სურსათით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას.

მსგავსი