საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველი ლედის სახელით გამართულ ვახშამზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა“.
საქართველოს პრეზიდენტის შტატებში ვიზიტსა და ასამბლეის ფარგლებში მის გამოსვლას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.