საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მზადება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეხუთედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ტურნირი 27 აგვისტოს სპლიტში დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქეები A ჯგუფში მონტენეგრო, იტალია და სლოვაკეთი იქნებიან. ნაკრები პირველ შეხვედრას 29 აგვისტოს თბილისის დროით 12:30 საათზე მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ. მზადებას ჩვენი გუნდი თბილისში დღეს ასრულებს და ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც ტურნირის დაწყებამდე ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებს.