საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს თელ-ავივში ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები თელ-ავივში ჩაფრინდა და ნეთანიას საცურაო აუზზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც დღეს ისრაელის ნაკრებთან ჩაატარებს.

თბილისში, პლეი ოფის პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და ხვალ, თელ-ავივში გასამართი შეხვედრისთვის მშვიდად ემზადება.

თამაში, თბილისის დროით, 14:00 საათზე დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, ივლისში ბარსელონაში ჩატარდება და მედლებისთვის ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები იბრძოლებს.