საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიის გუნდს დაუპირისპირდება
2018 წლის წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჯგუფის ბოლო მატჩს გამართავს. რევაზ ჩომახიძის გუნდი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში ორი მატჩი დათმო, უნგრეთთან 12-5 და გერმანიასთან დაძაბულ ბრძოლაში 10-9.
ჯგუფის მესამე შეხვედრა, თბილისის დროით, 17:20 საათზე დაიწყება. იტალია-საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.